„დაზღვევის სექტორში პრუდენციალური ზედამხედველობიდან უნდა გადავიდეთ რისკზე დაფუძნებულ ზედამხედველობაზე“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (TWINNING) - „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ დახურვის ცერემონიაზე მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, TWINNING-ის პროექტის ფარგლებში დაზღვევის ახალი კანონის პროექტი მომზადდა, რომელიც დღეს არსებულისგან განსხვავებული იქნება. მოხდება Solvency II- ის დანერგვა, რაც ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დაზღვევის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას სადაზღვევო სექტორის სტატისტიკაზეც ისაუბრა:
"2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით 18 სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 267,6 მილიონი ლარი, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ - 42,6 მილიონი ლარი შეადგინა. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1.111 მლრდ ლარს, ხოლო კაპიტალი 324.7 მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და აღნიშნა, რომ სადაზღვევო ბაზარს შემდგომი ზრდის დიდი პოტენციალი გააჩნია, რისთვისაც მეტი აქტიურობა და ინოვაციაა საჭირო.
დღეს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (TWINNING) - „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი