მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაზღვევის ზედამხედველობის სამეთვალყურეო საბჭოში ბიზნესასოციაციები შევლენ

5ecd1291c4d39
შოთა ტყეშელაშვილი
26.05.20 18:03
1289
მთავრობის 21 მაისის დადგენილებით განახლდა სახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა და მასში წევრების სახით შევლენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.

დოკუმენტის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს სრული შემადგენლობა ასეთია:

● საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე;
● საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
● საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
● საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
● საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
● ა(ა)იპ – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი – ელგუჯა მელაძე;
● ა(ა)იპ – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი – სამსონ ფხაკაძე.“.

დოკუმენტში ასევე განისაზღვრა ცვლილებები, რომლებიც სამსახურის დებულებაში შედის. მისი მიხედვით, სამსახურს უფლება ეძლევა განსაზღვრავს მზღვეველის კაპიტალის სახეები, ასევე დაადგინოს ბროკერის მიერ საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალის მინიმალური ოდენობა.

“განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალის სახეები, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მათი მინიმალური ოდენობა და გაანგარიშების წესი, გაანგარიშებისათვის აუცილებელი დაქვითვის კომპონენტების ჩათვლით; დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის მიერ დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპისთვის კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალური ოდენობა და შესაბამისი მოთხოვნები,”- ნათქვამია დადგენილებაში.

შეგახსენებთ, რომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოსტს 2019 წლიდან დავით ონოფრიშვილი იკავებს.