მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაზიანებული ფიჭვები მოსაჭრელია, მთაწმინდის ფერდობზე 400 000 ხე დაირგვება - “ქართუს” გეგმები

608086edab002
თამთა ჯიჯავაძე
22.04.21 00:18
1667
მთაწმინდის ფერდობზე, რომელიც 400 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს, ფიჭვები მძიმე მდგომარეობაშია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ტვ იმედის“ ეთერში მთაწმინდის ფერდობის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე ფიჭვები არის დაზიანებული და მოსაჭრელი და საჭიროებს ჩანაცვლებას.

„პროექტი დასრულებულია, სამუშაოები დაწყებულია. ამას რამდენიმე წელი დასჭირდება“, - აღნიშნა მან.

პროექტს „ქართუ“ ფონდი ახორციელებს. როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა, გასულ წელს ამ ტერიტორიაზე არაერთი კვლევა ჩატარდა და 20-ზე მეტი პარაზიტი გამოვლინდა , რომელიც მწვანე საფარს ანადგურებს.

„ბევრ ხეს უკვე ვეღარ მივუსწარით, ისინი ჩანაცვლდება ახალი ნარგავებით. ჯამში, ამ ტერიტორიაზე 39 სახეობის მცენარე უნდა დაირგოს და ესენი ისეა შერჩეული, რომ მაქსიმალურად შეესაბამებოდეს ჩვენს ბუნებრივ გარემოს. აღდგება სარეკრეაციო სივრცე, სადაც დაირგვება 400 000-ზე მეტი ახალი ნერგი. მხოლოდ წელს 40 000-ზე მეტი ნერგი დაირგვება, ასევე აღდგება ველო და საფეხმავლო ბილიკები - ჯამში 48 კილომეტრის ბილიკი“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

მისივე თქმით, დაახლოებით ხუთ წელიწადში დედაქალაქს ე.წ მწვანე ფილტვი უნდა დაუბრუნდეს.