14.აპრილი .2021 09:30

დე ფაქტო აფხაზეთის მოქალაქეებმა მარტში 65 მლნ რუბლის პენსია ვერ აიღეს

დე ფაქტო აფხაზეთის მოქალაქეებმა მარტში 65 მლნ რუბლის პენსია ვერ აიღეს
views 244
უკან

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ვიცე-პრემიერის და ფინანსთა მინისტრის ვლადიმერ დელბას განცხადებით, მარტში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებმა $842,400 (65 მილიონი რუსული რუბლი) პენსია ვერ აიღეს.

ამის შესახებ მან არაღიარებული რესპუბლიკის პრემიერთან საქმიანი შეხვედრისას განაცხადა, სადაც ბიუჯეტის შესრულების დინამიკა, მისი გახარჯვის პრიორიტეტული მიმართულებები და Covid-19-ის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ინფორმაციას sputnik-abkhazia ავრცელებს.

„სამწუხაროდ, მარტის საპენსიო დავალიანებამ 65 მლნ რუბლი შეადგინა. ძალისხმევას არ ვიშურებთ ამ სახსრების მობილიზაციისთვის. მაგალითისთვის, დამატებითი დახმარების ფარგლებში, პირველ კვარტალში რესპუბლიკის ბიუჯეტიდან საპენსიო ფონდში დოტაციის სახით დაგეგმილი - $1 776 890 (137 მილიონი რუბლი)-დან $1 361 325 (105 მლნ რუბლი)-ის რესურსი იყო მიმართული“, - განაცხადა დელბამ.

ჯამში, აფხაზეთში, 47 000-მდე პენსიონერია, რომელთაგან 30 000 რუსულ პენსიას იღებს. დე ფაქტო რესპუბლიკის საპენსიო ფონდიდან, პენსიისა და დახმარების მიმღებთა რიცხვი კი 17 000-ია, მათგან 8 000-მდე ასაკობრივ პენსიას იღებს.