მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Debenhams-ი 240-წლიანი არსებობის შემდეგ ბოლო მაღაზიებს დახურავს

60a27a52a54d0
ნათია თაქთაქიშვილი
17.05.21 22:17
786
ბრიტანული ტანისამოსის ბრენდი Debenhams-ი, რომელსაც არსებობის 240-წლიანი ისტორია აქვს, ბოლო 28 მაღაზიას დახურავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Debenhams-ი ვაჭრობას ონლაინ პლატფორმით გააგრძელებს, აღსანიშნავია, რომ ბრენდის ამ გადაწყვეტილებით დაახლოებით 12,000-მდე ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს.

გამოცემა წერს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით Debenhams-ის 97 მაღაზია ოპერირებდა, რათა უკანასკნელი პროდუქციის დროული რეალიზაცია მოეხდინათ.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო დიდ ბრიტანეთში ტანსაცმლის რითეილ სექტორი უპრეცედენტო კრიზისშია, რადგან ბრენდს პანდემიამდე 150 მაღაზია მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ჰქონდა .

შეგახსენებთ, ბრენდი 55 მილიონ ფუნტ სტერლინგად Boohoo-მ მიმდინარე წლის იანვარში შეიძინა.

Debenhams-ი 1778 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა, თავიდან მხოლოდ ერთი მაღაზიით იყო წარმოდგენილი, შემდეგ კი მისი მაღაზიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 178 ლოკაციაზე გამოჩნდა.