მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Decanter-ის 18, IWC-ის 21 და IWSC-ის 8 მედალი - "თბილღვინოს" წარმატება ლონდონში

611155b28517c
BM.GE
09.08.21 20:20
902
"თბილღვინომ" ღვინის ყველაზე გავლენიან საერთაშორისო კონკურსებზე უდიდესი წარმატება მოიპოვა - International Wine Challenge 2021- ზე 21 მედალი მიიღო, Decanter 2021-ზე 18, International Wine & Spirits Competition 2021-ზე კი 8 მედლით დაჯილდოვდა.

აღსანიშნია, რომ მსოფლიოში ათწლეულების განმავლობაში ყოველ წელს გამართული Decanter, IWC და IWSC ღვინის საერთაშორისო, უმნიშვნელოვანესი კონკურსებია, სადაც ღვინის ხარისხს საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს

„თბილღვინოს ჯილდოები საერთაშორისო კონკურსებზე ქართული ღვინის წარმატებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ინფლუენსერებმა, სახელგანთქმულმა ექსპერტებმა და ღვინის ენთუზიასტებმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან გაიცნეს ქართული ღვინის დამზადების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და დააგემოვნეს ქართული ღვინო“, - აცხადებს „თბილღვინოს“ გენერალური დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი.

კომპანიის ინფორმაციით, ნაფარეულმა (2016) და განსაკუთრებულმა მარაგმა მუკუზანმა (2018) International Wine & Spirits Competition-ზე მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა და ოქროს მედლებით დაჯილდოვდა. 

საერთაშორისო კონკურსებზე დიდი წარმატება თბილღვინოს ახალმა ღვინოებმაც მოიპოვა. „ამბერ ქისი“ IWC-სა და IWSC-ს ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა, „ამბერ რქაწითელი“ კი IWC-ს ბრინჯაოთი და IWSC-ს ვერცხლით. 



ბოლო წლების განმავლობაში, ქარვისფერი ღვინო მოყვარულებს შორის უფრო და უფრო პოპულარული გახდა. ქარვისფერი ღვინის დაყენების ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის და ყურძნის კანისა და წვენის ერთდროულად დავარგების უნიკალურ მეთოდს უკავშირდება. ამბერ რქაწითელი და ამბერ ქისი ახალი, თბილღვინოს ვენახებში 2020 წლის მოსავლისგან დაყენებული ახალი ღვინოებია, რომელთა მომზადების დროული და ქრონოლოგიური პროცესები სიფრთხილითა და კონტროლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება თბილღვინოს ახალ ღვინოს - „ქისი“ ნახევრად ტკბილი, ის International Wine Challenge London 2021-ზე ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. 



„ამ ღვინოს დახვეწილობა, თეთრი ატმის ნაზი არომატი, დაბალანსებული გემო და სიმსუბუქე გამოარჩევს“, - ამგვარად აფასებს ქისს საერთაშორისო ჟიური.

ქისი ნახევრად ტკბილი, თბილღვინოს ახალი ღვინოა, 2020 წლის მოსავლის ყურძნისგანაა დაყენებული, რომელიც დაბალანსებული გემოთი, მწიფე ატმისა და გარგარის არომატით გამოირჩევა.

„თბილღვინოს“ ალაზნის ველი როზე და ალაზნის ველი თეთრი International Wine Challenge London 2021-ის ბრინჯაოს მედლით, ალაზნის ველი წითელი კი რეკომენდაციით დაჯილდოვდა.



აღსანიშნია, რომ ლონდონში ჩატარებულ, მსოფლიოს გავლენიან საერთაშორისო კონკურსებზე, თბილღვინო ქართული ღვინის ისტორიაში ყველაზე მეტი, 47 მედლით დაჯილდოვდა.