მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედაქალაქის ავტობაზების განახლება-მშენებლობაზე 70 მლნ ლარი დაიხარჯება - წილოსანი

5ec6780a0de10
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.20 18:20
1085
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვენელმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით წელს დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების პარალელურად უნდა განვითარდეს ავტობუსების ბაზები, სადაც ხდება მათი მომსახურება.

როგორც ვიქტორ წილოსანმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას აღნიშნა, ავტობაზების რეაბილიტაციასა და მშენებლობაზე ჯამში 70 მლნ ლარი გამოიყოფა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან არის მოზუდული.

„ავტობუსებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ავტობაზები, იმიტომ, რომ ამ პროცესს სჭირდება სერვისი. ახალი ავტობაზა გაზრდის სიმძლავრეებს, ასევე მოვახდენთ ერთი ავტობაზის რეაბილიტაციას, რომელიც დაახლოებით 30 მლნ ლარი ჯდება. ეს პროცესი წელს დაიწყება და ისინი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ფინანსდება. ასევე დაახლოებით 40 მლნ ლარი ჯდება ახალი ავტობაზის მშენებლობა, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ წელს“, - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, 2017 წელს საერთაშრისო დონორებიდან მოზიდული რესურსებით თბილისში 377 ავტობუსზე გათვლილი ავტობაზა აშენდა.