მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 9 დეკემბერს აინთება

63870428df6bd
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.22 11:26
954
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება დედაქალაქში 9 დეკემბერს გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფლები, რომელზე მეტ ინფორმაციას საზოგადოებას მიაწვდიან.

„საახალწლო ილუმინაციების და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია ღონისძიების სახით 9 დეკემბერს გაიმართება. იმის გათვალისწინებით, როგორი ამინდები იქნება, თუ რაიმე ცვლილება იქნება, საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას. გადაწყვეტილი გვაქვს დედაქალაქის საახალწლო ილუმინაციებით 9 დეკემბერს განათდეს.

შემდეგ ცოტა მოგვიანებით საახალწლო სოფელი გაიხსნება, სადაც სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება“, - განაცხადა კალაძემ.