17.მარტი .2020 12:11

დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

views 167
უკან

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.

ამ ეტაპზე, ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 619050 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 722222.