მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედაქალაქში 13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

609a4772afd4e
BM.GE
11.05.21 12:58
423
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება და მიმდინარე წლის 13 მაისიდან დედაქალაქში, როგორც მუნიციპალური ავტობუსები და თბილისის მეტრო, ასევე მიკროავტობუსები მუშაობას განაახლებენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებისგან განსხვავებით, შეზღუდვა იხსნება ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზეც და ის მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 08:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება.

კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადილების აუცილებლობას ითვალისწინებს.

ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაგრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით.