მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედაქალაქში ასიათასობით აბონენტი უშუქოდ დარჩა

6051138bd26a0
შოთა ტყეშელაშვილი
17.03.21 00:20
6516
თბილისში 00:00 საათზე ელექტრომომარაგება ავარიულად გაითიშა. ასიათასობით აბონენტი უშუქოდ დარჩა. მიზეზი უცნობია. ჯერჯერობით, არც "თელასი" და არც "სახელმწიფო ელექტროსისტემა" არ ავრცელებენ განცხადებას.

განახლება 00:45-ზე:

სახელმწიფო ელექტროსისტემამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის მიწოდება არამხოლოდ თბილისს, არამედ ქვეყნის აბონენტების ნახევარზე მეტს შეუწყდა. განცხადების თანახმად, ავარიულად გაითიშა 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „მესხეთი“, რომლითაც საქართველოს ელექტროენერგია თურქეთიდან მიეწოდებოდა.

"საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო,"- ნათქვამია განცხადებაში.