მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო

5dec9a576e845
BM.GE
08.12.19 10:34
1033
თბილისი 2019 წელს ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება. შპს ,,თბილსერვის ჯგუფმა’’ დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში საახალწლო ილუმინაციების და კონსტრუქციების მონტაჟი დაიწყო.

მონტჟის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე, ,,თბილსერვის ჯგუფის’’ დირექტორ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის თქმით, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის საზეიმოდ გახსნა 25 დეკემბერს იგეგმება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ საახალწლო განწყობა. მონტაჟდება ახალი განათებები და ვფიქრობ, ამ საახალწლო ილუმინაციების დამონტაჟების შემდეგ რუსთაველის გამზირი ძალიან ლამაზად იქნება მოწყობილი. საზოგადოება თვითონ შეაფასებს, როდესაც მონტაჟის სამუშაოები დასრულდება და ქალაქი საახალწლოდ განათდება. ნაძვის ხის ანთებას რაც შეეხება, ვფიქრობთ, 25 დეკემბერს გავხსნათ საზეიმოდ, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი იქნება. ყველა მსურველს ექნება ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა. საახალწლო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მომდევნო დღეებში მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, რუსთაველზე მიმდინარე სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, ,,თბილსერვის ჯგუფმა’’ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 8 ნოემბერს დაიწყო და პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.