თბილისში, კონკრეტულად კი ავლაბარში, მარტყოფის ქუჩაზე რამდენიმე კვირაა რაც ახალი სასტუმრო Clocks Hotel Tbilisi გაიხსნა. 65-ნომრიანი სასტუმრო 2 საკონფერენციო დარბაზს, 2 რესტორანს, ბარს, გამწვანებულ ეზოს, ტერასას აერთიანებს, საიდანაც თბილისის ულამაზესი ხედებით იშლება.
სასტუმროს მმართველმა კომპანიამ პროექტის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო და ჯამში 15 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. როგორც სასტუმროს გენერალური მენეჯერი ანა მიქაძე “საქმიან დილასთან” საუბრისას აღნიშნავს, პროექტი “საქართველოს ბანკის” ხელშეწყობაა განხორციელდა და ინვესტიციის 50% სწორედ ბანკის მხარდაჭერაა.
სასტუმროს მენეჯმენტის მთავარი ამოცანა ადგილობრივი ბრენდის შექმნა იყო, რომელიც საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებს კონკურენციას არამხოლოდ მაღალი ხარისხის მომსახურებით, არამედ შენობის დაგეგმარებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტებით გაუწევდა.
“სასტუმროს გახსნამდე ბაზარი მაქსიმალურად შევისწავლეთ. შესაბამისად ოთახების მოწყობა და აღჭურვა დღევანდელ გამოწვევებს სრულად პასუხობს. სასტუმროში ჯამში 6 სხვადასხვა კატეგორიის 65 ნომერი გვაქვს. ეს სხვადასხვა ბაზრების, როგორც სპარსეთის ყურის, ასევე ევროპული ქვეყნების ტურისტების მოთხოვნებზე მორგების საშუალებას გვაძლევს. მათ სასტუმროსადმი სხვადასხვა მოლოდინები და მოთხოვნები აქვთ. ჩვენ ორივე ბაზრის ინტერესების გავითვალისწინეთ და ეს ჩვენი პროექტის განხორციელებისას გამოვიყენეთ. მაგალითად ხანგრძლივი განთავსების მსურველთათვის გვაქვს სტუდიოს ტიპის ნომრები, სადაც გარდა განთავსების ღირებულებაში შემავალი საუზმისა, სტუმრებს სტუდიოს გამოყენების საშუალებაც ეძლევათ. ასევე გვაქვს ოთახები გამავალი კარით, რომლითაც ძირითადად ოჯახები ინტერესდებიან. საქმიანი ტურიზმის მიზნით ჩამოსული სტუმრებისთვის კი გაყოფილი საწოლიანი ოთახები გვაქვს”, - აღნიშნა ანა მიქაძე სასტუმროში განთავსების უპირატესობაზე საუბრისას.
აღსანიშნია, რომ სასტუმროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება MICE ტურიზმია. Clocks Hotel Tbilisi-ს მენეჯერი ამბობს, რომ დღეისთვის ამ მხრივ დატვირთვა უფრო ადგილობრივი ბაზრიდანაა ვიდრე უცხოურიდან, თუმცა 2023 წლიდან ამ კუთხით მოთხოვნა იზრდება და ჯავშნებიც უკვე კეთდება.
დღეისთვის სასტუმრო 43 ადამიანს ასაქმებს, თუმცა ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. სასტუმროს გენერალური მენეჯერი ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის სექტორში არსებულ კადრების დეფიციტზეც საუბრობს.
“კადრების შერჩევა ძალიან გაგვიჭირდა. იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო საოპერაციო სტანდარტების დანერგვა გვსურდა, მაღალი რგოლის პოზიციაზე საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კადრების შერჩევა გვინდოდა და ასეც მოხდა. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ჩვენი სერვისი მაღალი ხარისხისა და დიდ მოწონებას იმსახურებს.
რაც შეეხება დაბალი რგოლის კადრების შერჩევას, დღევანდელ რეალობაში კადრების შერჩევა ძალიან ჭირს, ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენციაა და კადრების დიდი დეფიციტია. შესაბამისად, სასტუმროში ვაკანსიები დღესაც აქვს”, - ამბობს Clocks Hotel Tbilisi-ს გენერალური მენეჯერი.
ანა მიქაძე ქართული ბრენდის სასტუმროს გეგმებზე საუბრისას კონკრეტულ ვადებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ Clocks Hotel Tbilisi უახლოეს მომავალში რეგიონის მასშტაბით გაფართოებას დაიწყებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო