მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება

5e313ec99cdec
BM.GE
29.01.20 12:13
1027
დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება. დამტენები უკვე დამონტაჟებულია გლდანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, დიდუბეში, ვაკეში, სამგორში, ჩუღურეთსა და ისანში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩატარებული აუქციონის პირობების თანახმად, ჯამში, დედაქალაქის მასშტაბით, ორ ეტაპად, 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟდეს.

"ჩვენ შევქმენით სპეციალური ვებპლატფორმა - WWW.CHARGERS.TBILISI.GOV.GE, სადაც ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ, რეგისტრაცია გაიარონ. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 118 მოთხოვნაა დაფიქსირებული. კონკრეტულ ადგილებზე უკვე დამონტაჟებულია 28 დამტენი, ასევე, 12 -ის მონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი წლის შემდეგ, დამტენებით სარგებლობა ფასიანი იქნება. ფასი მას შემდეგ დადგინდება, რაც აუქციონს გამოვაცხადებთ და გამარჯვებული კომპანია გვეყოლება", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ელექტრომობილების მფლობელებს აქტიურობისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ რეგისტრაციის შემდეგ, პრიორიტეტი იმ ადგილს ენიჭება, სადაც მოსახლეობის მხრიდან მომართვიანობა მეტია.