09.ნოემბერი .2021 22:18

დედაქალაქში წყალმომარაგების სექტორში სერიოზული პრეტენზიები გვაქვს - ენერგოომბუდსმენი

დედაქალაქში წყალმომარაგების სექტორში სერიოზული პრეტენზიები გვაქვს - ენერგოომბუდსმენი
views 453
უკან

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, თბილისში წყალმომარაგების სექტორში სერიოზული პრეტენზიები ფიქსირდება. ამის შესახებ სალომე ვარდიაშვილმა BMG-ს პარლამენტში განუცხადა, სადაც მან მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა.

"დედაქალაქის მასშტაბით წყალმომარაგების სექტორში გვაქვს სერიოზული პრეტენზიები, როგორც მომსახურების თვალსაზრისით, ასევე დარიცხვებთან მიმართებით. მაგალითად, სულადობის აღრიცხვიანობაც არ არის სრულყოფილი, რაც ასევე გამოწვეულია თავად მომხმარებლების მხრიდან უყურადღებობითაც, როდესაც კომპანიას (GWP) არ ატყობინებენ, რომ იქ აღარ ცხოვრობენ, ან აღარ არიან რეგისტრირებული შესაბამის მისამართზე, თუმცა კომპანია არღვევს თავის ვალდებულებას მაშინ, როდესაც არ მიდის ყოველთვიურად შესაბამის მისამართზე და არ იღებს ანათვალს მრიცხველიდან. ეს ქმნის ძალიან სერიოზულ დაგროვებას, ხარჯიანობას მომხმარებლებში და უკვე რამდენიმე თვის, ან წლის მერე ქვითარში ასახულია ისეთი რაოდენობის თანხა, რომლის გადახდაც მომხმარებელს ერთიანად არ შეუძლია. სხვათა შორის, ეს იყო ძალიან სერიოზული პრობლემა. ამის გამო, ფინანსური სანქცია დაეკისრა კომპანიას და შესაბამისად, ის არის გამოსწორების რეჟიმში, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს პრობლემა დღეს მოგვარებულია. ამას ვამონიტორინგებთ და მივყვებით ბოლომდე, რამდენად გამოსწორდება ეს სიტუაცია.

გარდა ამისა, არის მომსახურების პრობლემა. განსაკუთრებით სამგორის რაიონში გვაქვს წყალარინების დაზიანების სერიოზული პრობლემები, სადაც ტექნიკური ჯგუფების გაგზავნა დაგვიანებით ხდება, ან პრობლემის აღმოფხვრა - ძალიან მცირე დროით, რაც იწვევს იმას, რომ მოქალაქეები მუდმივად იტანენ აუტანელ სუნს და გაუმართავ ინფრასტრუქტურას. რა თქმა უნდა, სრული ინფრასტრუქტურული ცვლილების გარეშე ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, მაგრამ განსაკუთრებით სასიცოცხლო რაც არის, ამაზე კომპანიამ უნდა იქონიოს უსწრაფესი რეაგირება", - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა