ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა დედოფლის გარდაცვალების გამო საპროცენტო განაკვეთების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გადადო. როგორც BBC წერს, ქვეყანაში გლოვის გამო, მონეტარული პოლიტიკის სხდომა 22 სექტემბერს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ეკონომისტები ცენტრალური ბანკის მხრიდან საპროცენტო განაკვეთის ზრდას 2.25%-მდე ელოდებიან, რაც 2008 წლის დეკემბრის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. მაღალი საპროცენტო განაკვეთები ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას ხარჯვისთვის ნაკლები ფული ექნება და შესაბამისად ფასებიც სწრაფად ზრდას შეწყვეტს. თუმცა, ეკონომისტები სვამენ კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება საპროცენტო განაკვეთის ზრდა მაშინ, როდესაც ბრიტანეთში ინფლაცია გლობალური ფაქტორებით არის გამოწვეული.
ცნობისთვის, ევროპაში ენერგომატარებლების ფასები გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. აღნიშნულმა გაზზე ფასის მკვეთრი ზრდა არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ ყოფილ წევრ დიდ ბრიტანეთშიც გამოიწვია.
გასულ კვირას ინგლისის ცენტრალური ბანკის მმართველმა ენდრიუ ბეილიმ განაცხადა, რომ „ის, ვისაც დიდი ბრიტანეთის რეცესიაში გადაშვება სურს, ვლადიმერ პუტინია და არა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი“. მისივე თქმით, ბანკი საპროცენტო განაკვეთების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინებს ახალი პრემიერის, ლიზ ტრასის ენერგოგეგმას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება