მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედოფლისწყაროში დაფასოებული მწვადისა და ლორის წარმოება დაიწყეს

5dd140ff2cdfd
ანი ციხისთავი
17.11.19 18:45
3809
კომპანია “ნაციონალურმა დელიკატესმა” დედოფლისწყაროში დაფასოებული მწვადისა და ლორის წარმოება დაიწყო. როგორც Bm.ge-ს კომპანიის დირექტრომა ოთარ სიმონიშვილმა განუცხადა, პროდუქტი სრულიად ნატურალურია და მისი შეძენა საქართველოში - გუდვილში, ფრესკოსა და ნიკორას ქსელებშია შესაძლებელი.

“კომპანია “ნაციონალური დელიკატესის” მიერ შექმნილი პროდუქცია წარმოადგენს მზა, 100% -ით ნატურალურ, სპეციალურ პაკეტებში შეფუთულ საკვებს, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებსა და დანამატებს... ეს არ არის ნახევარფაბრიკატი, ეს არის მზა საკვები”, - აცხადებს სიმონიშვილი.

მისივე განცხადებით, პროდუქტს შენახვის ორწლიანი ვადა აქვს.

ამასთან, როგორც BM.GE-სთნ საუბარში კომპანიის დირექტორი განმარტავს, ასორტიმენტი, რომელსაც ამ ეტაპზე კომპანია ბაზარს სთავაზობს შემდეგია:
ბრინჯი ძროხის ხორცით, ლობიო ლორით, ქათმის ჩახოხბილი, ლობიო, სუპ–ხარჩო, ბროკოლისა და სიმინდის სუპი, აჯაფსანდალი და სოკო ტარხუნით .

ცნობისთვის, კომპანია “ნაციონალური დელიკატესი” უკვე ორი წელია ქართულ ჯარსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მშრალი ულუფის პროდუქციით ამარაგებს. კომპანიას ასევე აქვს 8 სახეობის დაფასოებული პროდუქტი.