მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეფიციტის შემცირება სებ-ს პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებაში ეხმარება - კაკაურიძე

633444826f775
BM.GE
28.09.22 22:00
567
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტს ამცირებს, ეროვნულ ბანკს ინფლაციის შემცირებაში დაეხმარება.

პარლამენტი ბიუჯეტის კორექტირების პროექტს განიხილავს. მისი მიხედვით, გადასახადების გეგმა ₾711 მილიონით იზრდება და ის ₾14.47 მილიარდს მიაღწევს, ხოლო ხარჯების მოცულობა ₾480 მილიონით მოიმატებს.

“ეროვნულ ბანკს შენარჩუნებული აქვს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ჩვენც დეფიციტის დონეს ვამცირებთ. ეს ეხმარება იმას, რომ ეროვნულ ბანკს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებაში და ეს კომბინაცია მიიმართება იმისთვის, რათა ინფლაცია იყოს მოთოკილი,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხდა, რომ ინფლაციის დონე მომდევნო წლის მეორე ნახევარში ეროვნული ბანკის 3%-იან სამიზნეს უნდა დაუახლოვდეს.