მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეფიციტი მედიკამენტებზე არ შეიქმნება - "ჯი-ემ-პი" მოსახლეობას მიმართავს

5e78c3a14415a
თელარა გელანტია
23.03.20 18:08
771
„ჯი-ემ-პი"  მოსახლეობას მიმართავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიკამენტებზე დეფიციტი არ შეიქმნება.

„საქართველოში მედიკამენტების დეფიციტი არ არის მოსალოდნელი, რადგან ფარმაცევტული კორპორაცია GM Pharma 2020 წლის დასაწყისიდან კორონავირუსული ინფექციის ფართოდ გავრცელების რისკთან დაკავშირებით გადავიდა წარმოების საგანგებო რეჟიმზე ჩვენი ქვეყნისათვის მედიკამენტების სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად. ფოკუსირება მოხდა განსაკუთრებით სიცხის დამწევ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებსა და ანტიბიოტიკებზე. კომპანიას გააჩნია მზა პროდუქტების, საჭირო ნედლეულისა და მასალების საკმარისი მარაგი, რომ უწყვეტ რეჟიმში მომარაგდეს ჩვენი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები და მოსახლეობა ესენციური მედიკამენტებით, გაზრდილი მოთხოვნის პირობებშიც კი.

გვინდა ასევე განვაცხადოთ, რომ ჩვენს არცერთ უცხოელ მომწოდებელს (ნედლეულის, სხვა სახარჯი მასალების, მზა პროდუქტების) უარი არ უთქვამს ჩვენთვის საქონლის მოწოდებაზე და, შესაბამისად, არც სამომავლოდ ველოდებით წარმოების შეფერხებას.

GM Pharma-ში დანერგილია მართვის თანამედროვე სისტემები - ERP (Enterprise resource planning), MES (Manufacturing Execution System), WMS (warehouse management system) - რაც გამორიცხავს ჩვენი კომპანიის მედიკამენტებზე დეფიციტის განვითარების შესაძლებლობას, მით უმეტეს, წარმოების საგანგებო რეჟიმის დროს, რომელშიც ვიმყოფებით მიმდინარე წლის დასაწყისიდან.

შესაბამისად, გვინდა მოგმართოთ, რომ ნუ აყვებით პანიკას და ნუ დაიმარაგებთ GM Pharma-ს (ჯი-ემ-პის) წარმოებულ პრეპარატებს, განსაკუთრებით კი ანტიბიოტიკებს, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, რადგან ჩვენ შევძლებთ მათ უწყვეტად მოწოდებას და ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში საქართველოს მათი დეფიციტი არ ემუქრება.

GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma 150 ბრენდითა და 250 გამოშვების ფორმით ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში, რომელიც მოიცავს სამკურნალო საშუალებების თითქმის ყველა ჯგუფს“, - ნათქვამია განცხადებაში.