მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეგნანი მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს სააკაშვილის მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება

617cfad95b7e9
ინგა მურუსიძე
30.10.21 12:02
608
"შეწუხებული ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ვაკირდებით პროცესებს ყურადღებით როგორც აქ, ასევე ვაშინგტონში", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განუცხადა.

კითხვაზე - უნდა გადაიყვანონ თუ არა სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, დეგნანმა უპასუხა, რომ ის არ არის სამედიცინო ექსპერტი, თუმცა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სააკაშვილის მიმართ იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი დამოკიდებულება, რომელიც  საქართველოს და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნება.

"მე არ ვარ სამედიცინო ექსპერტი და როგორც მე მესმის, სასჯელაღსრულების სისტემაში მხოლოდ ერთი საავადმყოფო არსებობს, მაგრამ მე, ასევე, ინფორმირებული ვარ სახალხო დამცველის განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ ამ დაწესებულებას არ აქვს საკმარისი შესაძლებლობა. ვფიქრობ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას განმსაზღვრელი უნდა იყოს მომსახურება, რომელიც მოქალაქეს სჭირდება. არსებობენ სამედიცინო ექსპერტები, რომლებმაც ამის განსაზღვრაში უნდა მიიღონ მონაწილეობა სამართლიანად და მიუკერძოებლად. უპირველესი მნიშვნელობის არის ადამიანის სიცოცხლე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დეგნანმა.

ამასთან, ელჩის თქმით, სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და უკრაინის სახელმწიფოს დაინტერესება არის დიდი, რათა მისი მოქალაქე იყოს დაცული.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში შიმშილობს. ხელისუფლება სამოქალაქო საავადმყოფოში მის გადაყვანაზე უარს აცხადებს.