საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბონი ჯენკინსის განცხადებით, საქართველოში აშშ-ს ელჩზე, კელი დეგნანზე პერსონალური თავდასხმები აშშ-სთვის შემაშფოთებელი იყო. ამას გარდა, ბონი ჯენკინსი აცხადებს, რომ ელჩზე თავდასხმა ნაწილია დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რაც ევროპაშია შექმნილი.
“ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები ელჩზე და მთლიანად საელჩოზე, რაც ვიხილეთ. მოდით ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, რომ ეს არის დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემის ნაწილი, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის შესახებ - კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა. აშშ ყოველთვის პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც ჩვენ ვცნობთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოსი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ერთად უნდა დავდგეთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რადგან ისინი იბრძვიან თავიანთი სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის”, - აცხადებს ბონი ჯენკინსი.
ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მსგავსად, პარტიის სხვა წევრებმა აქტიურად დაიწყეს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის კრიტიკა. ამას წინ უძღოდა განცხადებები ე.წ მეორე ფრონტის გახსნასა და ომში საქართველოს ჩართვაზე. "ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა, რომლებმაც ახალი პარტია "ხალხის ძალა" დააფუძნეს, არაერთი განცხადება გაავრცელეს, სადაც აშშ-ის ელჩის მიერ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე მიანიშნეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა