მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დეილიმ“ BDO Digital -თან პარტნიორობით ბიზნეს ანალიტიკის (BI) სისტემა დანერგა

6023ebcd4ce7f
BM.GE
12.02.21 11:24
1015
სუპერმარკეტების ქსელი “დეილი” საქართველოში 2014 წლიდან მოღვაწეობს და დღეის მდგომარეობით, 101 სურსათის მაღაზიას აერთიანებს. "დეილის“ ბრენდის სუპერმარკეტები ძირითადად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა თუ რეგიონში არის განთავსებული.

პროექტის შესახებ

ქსელური რითეილის კომპანიებში სხვადასხვა მაღაზიის მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირება, სასურველ ჭრილში დანახვა და ბიზნესზე ყოველდღიური დაკვირვება ხშირად საკმაოდ შრომატევადი და რთული ანალიტიკური ამოცანაა. ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად, სავაჭრო მაღაზიების ქსელმა „დეილიმ“ ბიზნეს ანალიტიკის თანამედროვე სისტემა დანერგა.

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი „დეილიმ“ თანამედროვე ERP სისტემის დანერგვით დაიწყო - BDO-სთან პარტნიორობით 1C ERPდანერგა და საოპერაციო საქმიანობაში მაღალი დონის ავტომატიზაციას მიაღწია. შედეგად, “დეილიმ“ მიიღო ყველა ის სარგებელი, რომელიც ERP-ის დანერგვას მოყვება. დღეს კომპანიაში ყველა ძირითადი პროცესი ავტომატიზებულია, რაც ნიშნავს უფრო სწრაფად, ეფექტიანად და შეცდომების გამორიცხვით მუშაობას. „დეილის“ შეუძლია ავტომატური შეკვეთების ფორმირება, რომლითაც დროის მნიშვნელოვნად დაზოგვის გარდა, თავიდან იცილებს პროდუქციის დეფიციტთან ან ნაადრევ შესყიდვებთან დაკავშირებულ ხარჯებს. ასევე, კომპანიამ მიიღო საკმაოდ სიღრმისეული რეპორტები, რომლებიც სისტემაში ყველა მაღაზიიდან და ოპერაციიდან შემოსული მონაცემების საშუალებით ფორმირდებოდა.
თუმცა, როდესაც სხვადასხვა წყაროს მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირება და ყოველდღიურ რეჟიმში რეპორტების მომზადება გახდა კომპანიის ამოცანა, „დეილიმ“ გადაწყვიტა კონკრეტულად თანამედროვე ანალიტიკისთვის გათვლილი სისტემის BI-ის (Business Intelligence) გამართვა.

„BDO Digital-ს, ერთი მხრივ, პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ამასთან, კარგად იცნობს ბიზნესის, ინდუსტრიის თავისებურებებს, იმ გარემოს, სადაც მუშაობა გვიწევს. BI სისტემამდე "ბიდიო დიჯითალთან” ერთად 1C ERP დავნერგეთ და ამით ჩვენი ბიზნეს პროცესები სრულად ავტომატიზებული გახდა. სწორედ ავტომატიზაციამ და გაციფრულებამ გააჩინა ახალი შესაძლებლობები და უამრავი მონაცემი ჩვენი ფილიალების, გაყიდვების, ჩეკების, პროდუქტებისა თუ ჩვენი მომხმარებლების ქცევის შესახებ. გადავწყვიტეთ, ეს მილიონობით მონაცემი დაგვემუშავებინა და ისეთ ინტერაქტიულ რეპორტებად გვექცია, რომელიც კომპანიის საქმიანობას ყოველდღიურად 360 გრადუსით დაგვანახებდა. BI სისტემის პროვაიდერის ძიებისას ბევრი არ გვიფიქრია - “ბიდიო დიჯიტალის” მდიდარმა გამოცდილებამ ციფრულ ტექნოლოგიებში, ბიზნესის სპეციფიკის ცოდნამ და მაღალკვალიფიციურმა გუნდმა დაგვარწმუნა, რომ ამ ამოცანას სწორედ მათი მეშვეობით გადავჭრიდით წარმატებით. საბოლოოდ, “ბიდიო დიჯიტალის” დახმარებით სწრაფი და თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკის ინსტრუმენტი გვაქვს კომპანიაში “, - ამბობს „დეილის“ ფინანსური მენეჯერი აკაკი ბერაია.

თანამედროვე და მოსახერხებელი ბიზნესანალიტიკის სისტემა

“დეილისთვის” ბიზნეს ანალიტიკის ინსტრუმენტად Microsoft Power BI შეირჩა. Power BI-ის ვებ გარემოშია თავმოყრილი ყველა ის ანგარიშგება, რომელიც დეილის საოპერაციო და სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება. ანგარიშგებები სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების დამუშავებით არის შექმნილი და ყოველდღიურად ავტომატურად ახლდება. ახლა მხოლოდ ერთი ხელის დაჭერაა საჭირო, რომ ეს განახლებული ინფორმაცია დაგენერირდეს. ეს, ერთი მხრივ, Power BI-ის მეშვეობით გახდა შესაძლებელი და მეორე მხრივ, მონაცემების სხვადასხვა წყაროდან მიღების, დამუშავების, შენახვის და განახლების მექანიზმით, ასევე, სპეციალური ანალიტიკური ბაზით, რომელიც ბიდიო დიჯიტალის გუნდმა შექმნა “დეილისთვის”. Power BI-ის ქლაუდ ტექნოლოგიის გამოყენებით, ყველა თანამშრომელს იოლად მიუწვდება ხელი მისთვის საჭირო რეპორტზე. ხოლო ინტერაქტიულ და დინამიურ ანგარიშგებებში მარტივად შეუძლია დაახარისხოს, დაფილტროს მონაცემები, შეადაროს და ჩაუღრმავდეს კომპანიის სხვადასხვა მაჩვენებელს, უმცირეს დეტალებამდეც კი. გარდა ამისა, „დეილის“ თანამშრომლებს შეუძლიათ, რეპორტები კოლეგებს ძალიან მარტივად, ელექტრონული ფორმატით გაუზიარონ.

მეტი დრო ანალიტიკური საქმიანობისთვის

თუ აქამდე დეილის თანამშრომლებს სხვადასხვა სააღრიცხვო სისტემიდან წამოღებული მონაცემების ექსელში დამუშავება და შექმნა უწევდათ, დღეს ავტომატური რეპორტები თანამშრომლების ჩარევის გარეშე გენერირდება. ასეთი რეპორტები მნიშვნელოვნად ზოგავს თანამშრომელთა დროს. დრო, რომელიც ადრე რეპორტების მომზადებაზე უნდა დახარჯულიყო, ახლა ანალიტიკურ საქმიანობაზე, ანალიზსა და გადაწყვეტილებების დროულად მიღებას მოხმარდება.

მრავალფეროვანი რეპორტინგი და ბიზნესის 360 გრადუსით დანახვა

ფილიალების შედეგების დეტალური ანალიზი, გაყიდვების მონაცემთა ანალიზი სხვადასხვა კოეფიციენტის მიხედვით, ფილიალების დატვირთვის ანალიზი, ბიუჯეტირება და ბიუჯეტის შესრულების ანალიზი BI სისტემის დანერგვის შედეგად მიღებული ანალიტიკური ანგარიშგებების არასრული ჩამონათვალია.

ფილიალების დატვირთვის გაანალიზება ქსელური რითეილის კომპანიებისთვის ძალზე გამოსადეგია. მისი დახმარებით კომპანიას შეუძლია, სწორად დაგეგმოს მაღაზიების ეფექტიანად მუშაობა, სამუშაო საათები; ამასთან, მიიღოს ზუსტი გადაწყვეტილება თანამშრომელთა რა რაოდენობა სჭირდება მომხმარებელთა ნაკადისთვის; არა მხოლოდ კვირის დღეების, არამედ საათების მიხედვითაც კი.

საერთო ჯამში, BIსისტემა კომპანია დეილის საშუალებას აძლევს სწრაფად, მარტივად და თითქმის მყისიერად დააკავშიროს ერთმანეთთან სხვადასხვა წყაროში თავმოყრილი მონაცემები, გარდაქმნას ეს მონაცემები სასარგებლო მიგნებებად და სწორედ ამ მიგნებებზე დაყრდნობით მიიღოს ბიზნეს გადაწყვეტილებები.