20.თებერვალი .2020 12:49

დეკემბერ-იანვარში ინფლაციური პროცესი აღარ გვაქვს - ვანო მაჭავარიანი

views 312
უკან

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეკემბერ-იანვარში ინფლაციური პროცესი აღარ გვაქვს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"გასული წლის მეორე ნახევარში ინფლაციურმა მაჩვენებელმა გადააჭარბა მიზნობრივ მაჩვენებელს და წლის ბოლოს 7%-ს მიაღწია, ხოლო საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 4,9% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ უკვე იქონია გავლენა ინფლაციურ პროცესებზე და ვხედავთ მისი შემცირების ტენდენციას. თუ მხედველობაში არ მივიღებთ სეზონურ ფაქტორებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეკემბერ-იანვარში ინფლაციური პროცესი აღარ გვაქვს და არსებული პროგნოზებით, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი შეფასებით, წლის მეორე ნახევრიდან ეს უკვე აისახება ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე, შედეგად ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ დონეს", - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.

ცნობისთვის: ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%–ია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა