მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში ბაზარზე ქართული აპარატის ყავა "მეამა" გამოჩნდება

5ddbefffa8218
ბექა ბაციკაძე
26.11.19 09:45
4885
ქართული აპარატის ყავა „მეამა“ ბაზარზე დეკემბერში გამოჩნდება, - ამის შესახებ bm.ge-ის „მეამას“ წარმოების დირექტორმა დავით გოგოხიამ ისაუბრა.

დავით გოგოხია ამბობს, რომ წარმოებული ყავის 30%-40% საქართველოს ბაზარზე გაიყიდება, დანარჩენი კი, ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

მისი თქმით, „მეამას“ ნედლეული 15-ზე მეტი ქვეყნიდან შემოაქვს, წარმოების პროცესი კი, რომელიც მწვანე ნედლი მარცვლის შეზავებას, დეგუსტაციას, მარცვლის მოხალვას და სხვა პროცესებს მოიცავს ანუ სრული ინტელექტუალური და ტექნიკური ციკლი, ქართულია.

"მეამა" სრულად გერმანული, თანამედროვე სტანდარტის დანადგარებითაა აღჭურვილი, რომელშიც 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიას, ასევე, ვენდინგის აპარატების წარმოებაც აქვს, რომლის პროგრამა და სრული ინჟინერია საქართველოშია გაკეთებული. აპარატი აპლიკაციის მეშვებით იმუშავებს და გადახდა QR კოდის საშუალებით განხორციელდება. დასაწყისში კომპანია ვენდინგის აპარატების კორპორატიულ გაყიდვებს დაიწყებს”, - აცხადებს კომპანიის წარმოების დირექტორი.