თბილისი ცენტრალის დირექტორის ლევან ყარალაშვილის განცხადებით, დეკემბერში სავაჭრო ცენტრებისა და საცალო გაყიდვების სექტორის ბრუნვა 1 მლრდ ლარს აღწევს, საიდანაც 200 მლნ ლარი ბიუჯეტში გადასახადების სახით შედის. ამის შესახებ სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელმა BM.GE-ის სექტორის მიერ გამართული პრეს-კონფერენციის შემდეგ განუცხადა.
მისი შეფასებით ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციის პრობლემა არსებობს და სწორედ ამიტომ დარგის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მთავრობას - რა მოხდება, თუ სექტორის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შემოგვიერთდა საცალო გაყიდვების სექტორი, იმიტომ, რომ მთლიანად დარგის წონა ამ ქვეყანაში ძალიან მაღალია. დეკემბერში დარგის ბრუნვა 1 მლრდ ლარამდეა, საიდანაც 200 მლნ ლარი მხოლოდ გადასახადია და ეს ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა კარგად იციან. თუ არ იმუშავებს ბიზნესი, ბიუჯეტი ვერ მიიღებს შემოსავალს და არამხოლოდ სამუშაო ადგილები, არამედ ინვესტორთა ნდობაც დაიკარგება, რომლებმაც ამ სექტორში თითქმის 0.5 მლრდ ჩადეს.
ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე კანონმორჩილები ვართ და დაუმორჩილებლობაზე საუბარი არ არის. პრაგმატულად ვაზროვნებთ. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს მოხდება ის, რომ დავრჩებით დაკეტილები, ქუჩაში დარჩება 25 000 ადამიანი და ბიუჯეტი ვერ მიიღებს ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალს, რაც ძალიან კრიტიკულია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.
მისი თქმით, გუშინ სექტორს ბიზნესომბუდსმენთან ჰქონდა კომუნიკაცია და ახლა ეკონომიკურ გუნდთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრას ელის, რათა თავისი მოთხოვნები განმარტოს.
„სავაჭრო ცენტრები ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტები არიან ვირუსის გავრცელების უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ მზად ვართ, რომ უკეთესად ვმართოთ ნაკადები და ამისთვის გავზარდოთ ინვესტიცია“, - აღნიშნა „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის