მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში ევროკავშირში რუსული ნავთობის იმპორტის წილი 4%-მდე შემცირდა

6422eb200db3f
მარიამ ვარადაშვილი
28.03.23 17:44
715
2022 წლის დასაწყისიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობის იმპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. გასული წლის იანვარში რუსეთი ევროპისთვის ნავთობის მთავარ მიმწოდებლად რჩებოდა.

Eurostat-ის მონაცემებით, 2021 წლის ბოლო კვარტალსა და 2022 წლის იანვარში რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი 39 მლნ ბარელიდან 49 მლნ მერყეობდა, რაც ევროკავშირის მთლიანი საიმპორტო მაჩვენებლის 24-31%-ს შეადგენდა. ომამდე ევროკავშირში ნედლი ნავთობის იმპორტში მეორე ადგილი აშშ-ს ეკავა 21 ათას ბარელით, ეს მაჩვენებელი თავის მხრივ, ევროკავშირის მთლიანი მაჩვენებლის 13% იყო. 

უკრაინის ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა ევროკავშირში ნედლი ნავთობის იმპორტის განაწილება. როგორც Eurostat წერს, ვითარება განსაკუთრებით არასტაბილური თებერვლიდან აპრილში იყო. ამ პერიოდში რუსული ნავთობის იმპორტის წილი 33%-მდე გაიზარდა.

რუსული ნავთობის იმპორტმა შემცირება მაისიდან დაიწყო და ამ პერიოდში 24 მლნ ბარელით მთლიან იმპორტში 12% შეადგინა. მსგავსი ვითარება სექტემბრამდე გაგრძელდა. სექტემბრიდან რუსული ურალის იმპორტი თანდათან მცირდებოდა და დეკემბრისთვის 7. 6 მლნ ბარელს მიაღწია, რაც ევროკავშირში ნედლის ნავთობის მთლიანი იმპორტის მხოლოდ 4%-ს შეადგენს. რუსულ ნავთობის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში მოხვდა. კერძოდ, ევროკავშირმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა რუსული ნავთობის იმპორტზე ექვსი თვის განმავლობაში და ნავთობპროდუქტების იმპორტზე რვა თვის განმავლობაში. დროებითი გამონაკლისი გათვალისწინებულია მილსადენის მეშვეობით ნედლი ნავთობის იმპორტზე ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომლებიც განსაკუთრებით დამოკიდებული არიან რუსეთიდან მარაგებზე.

5 დეკემბრიდან ძალაში შევიდა რუსული ნავთობის საზღვაო ექსპორტზე დაწესებული როგორც ემბარგო, ასევე ზღვრული ფასი, რომელიც ბარელზე 60 დოლარს შეადგენს. ევროკავშირთან ერთად ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს დიდი შვიდეულის ქვეყნებმა. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის შემცირება სხვა ქვეყნებით დაკომპენსირდა. 2022 წლის დეკემბერში აშშ-დან იმპორტირებული ნავთობის წილი ევროკავშირში 18%-მდე გაიზარდა, ხოლო ნორვეგიის 17%-მდე.