04.დეკემბერი .2020 21:21

დეკემბერში სასტუმროების დატვირთულობა კიდევ უფრო შემცირდება - TBC Capital

დეკემბერში სასტუმროების დატვირთულობა კიდევ უფრო შემცირდება - TBC Capital
views 393
უკან

TBC Capital-ის მიერ 2 დეკემბერს სასტუმროების გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ სასტუმროებში ნოემბრის რეალური დატვირთულობა არცერთ რეგიონში 10%-ს არ აღემატება.

კვლევითი კომპანიის მონაცემებით, კახეთსა და სხვა რეგიონებში სასტუმროების დატვირთვა დაახლოებით 9%-ია, თბილისში 8%, ზღვისპირა სასტუმროებში კი 2%.

აღსანიშნავია, რომ რეგიონებში სასტუმროების დატვირთულობა დეკემბერში მკვეთრად მცირდება და კახეთში - 2%-ს, თბილისში - 3%-ს, სხვა რეგიონებში 4%-ს, ხოლო ზღვისპირა სასტუმროები მიმდინარე ჯავშნებით დატვირთული არ არის.

TBC Capital-ის სასტუმროების გამოკითხვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, დიდ სასტუმროებში უქმეების დატვირთულობა ზღვისპირეთში, თბილისში და სხვა რეგიონებში გაიზარდა, ხოლო კახეთში კი შემცირდა.

არსებული ჯავშნების მიხედვით, ნოემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. ზღვისპირა სასტუმროებმა მომხმარებლებს შედარებით დაბალი ფასდაკლებები შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა