მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში თბილისის საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები ნოემბერთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი - TBC Capital

61e1440b939a6
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.22 15:41
783
"თიბისი კაპიტალის" მიერ დღეს გამოქვეყნებული აღდგენის დინამიკის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერი ნოემბერზე უფრო აქტიური აღმოჩნდა.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ამ პერიოდში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ზრდამ 2019 წელთან შედარებით 62% შეადგინა.

რაც შეეხება 2022 წლის პირველ კვირას, 1-7 იანვრის პერიოდში, „თიბისის“ არხების საშუალებით ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა წინა წელთან შედარებით გაორმაგდა.