მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები 2019 წელთან შედარებით 59%-ით გაიზარდა - Recov

61fbbd8f81cbc
ვიქტორია მღებრიშვილი
03.02.22 21:31
663
Colliers Georgia-ს მიერ უძრავი ქონების სექტორის აღგენის ვებგვერდ Recov.ge-ზე განახლებული მიმოხილვის მიხედვით, თბილისში, 2021 წლის დეკემბერში საცხოვრებელი ბინების 4 703 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 59%-ით მეტია.

მათივე ინფორმაციით, ამ პერიოდში 406 ტრანზაქცია დარეგისტრირდა როგორც ტრანსფერი ორ დეველოპერს შორის. ამ მაჩვენებლის გათვალისწინების გარეშე, მოთხოვნის ზრდა 45% შეადგინა. რაც შეეხება ბაზრის ზომას, ის 66%-ით გაიზარდა და თბილისის საცხოვრებელი ბინების ბაზრის მოცულობამ 230 მლნ დოლარი შეადგინა.

„2021 წლის დეკემბერში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 3 499 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80%-ით მეტია. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა. მედიუმ და პრემიუმ სეგმენტებში ტრანზაქციების რაოდენობა, შესაბამისად, 66% და 140%-ით გაიზარდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.