ISET-ის შეფასებით, ხაჭაპურის ინდექსის ზრდის ტენდენცია 2022 წლის დეკემბერშიც გაგრძელდა და ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ღირებულებამ 6.99 ლარი შეადგინა, რაც 0.6%-ით აღემატება წინა თვის (2022 წლის ნოემბრის) და 26.1%-ით წინა წლის (2021 წლის დეკემბრის) მაჩვენებელს.
ორგანიზაციის შეფასებით, საშობაო და საახალწლო სამზადისის პერიოდში ტრადიციულად ინდექსი თვიურ ჭრილში იზრდება, რადგან დღესასწაულების გამო მოთხოვნა მკვეთრად იზრდება. დეკემბერში ხაჭაპურის ინგრედიენტებზე ფასები წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად გაიზარდა: ყველი – 27.4%-ით, რძე – 20.0%-ით, კარაქი – 17.3%-ით, საფუარი – 15.1%-ით, ფქვილი – 13.3%-ით, კვერცხი – 8.6%-ით.
წლიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის ფასები გაიზარდა საქართველოს ყველა ქალაქში. წელს ყველაზე დიდი ზრდა (28.9%) თბილისში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის თელავი (22.4%), ბათუმი (21.8%) და ბოლოს ქუთაისი (14.1%), სადაც სხვებთან შედარებით მცირე, მაგრამ მაინც მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.
2011-2022 წწ-ების მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ღირებულება 2022 წლის დეკემბერში თითქმის გაორმაგდა 2011 წლის იმავე პერიოდთან შედარებით (2011 წლის 3.76 ლარიდან 2022 წელს 6.99 ლარამდე გაიზარდა). ხაჭაპურის ღირებულება ყველაზე დაბალი 2012 წლის დეკემბერში იყო და 3.43 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალ ნიშნულს კი 2022 წლის დეკემბერში მიაღწია და 6.99 ლარამდე გაიზარდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი