მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბრის ბოლოს ნაკადებიც და შემოსავალიც 35-40%-ით შემცირდა - "რითეილ გრუპ ჯორჯია"

5ff83a4059050
ინგა მურუსიძე
08.01.21 16:20
1988
„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორის რეზო მაღალაშვილის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლო კვირაში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის შრომის ინსპექციას არანაირი ჯარიმა არ გამოუწერია და არც შენიშვნები ყოფილა. ამის შესახებ მან bm.ge–ს განუცხადა. 

„გახსნის დღიდან, რაღაც რეკომენდაციები იყო შრომის ინსპექციის მხრიდან, თუმცა შემდეგ ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღეთ იმისთვის, როგორც პროცესი ვმართეთ. ყოველდღიურად, ყოველსაათობრივ კონტროლზე ვიყავით, პროცესი მჭიდროდ კონტროლდებოდა და ყველაფერმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა. გახსნის პერიოდი ინციდენტების გარეშე ჩავატარეთ, რითაც ვაჩვენეთ, რომ ორგანიზებულ სავაჭრო სფეროს შეუძლია უპრობლემოდ იფუნქციონიროს, გადაიხადოს გადასახადები და შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები“, - განაცხადა მაღალაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მომხმარებლებისთვის დისკომფორტი იყო რიგები, რომლებიც ერთი მხრივ მოლების შესასვლელებლთან, ხოლო მეორე მხრივ, მაღაზიებთან იდგა.

„ვფიქრობთ, სამომავლოდ აჯობებს, რომ პერიოდში შეზღუდვა აღარ დაწესდეს და პირიქით, პერიოდში გაიშალოს სამუშაო გრაფიკი, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ ერთბაშად ბევრი ადამიანი არ მოვიდეს და მომხმარებლების რაოდენობა დროში გადანაწილდეს. მოლოდინებს რაც შეეხება, ასეთ სიტუაციაში პირველად ვიყავით, ამიტომ პროგნოზირება რთული იყო, თუმცა 35-40%-ით ნაკლები იყო როგორც მომხმარებლის ნაკადი, ისე შემოსავლები. ახლა უკვე ველოდებით დაანონსებულ 18 იანვარს. აქაც ჩვენი ხედვა გვაქვს, თუ აუცილებლად შეზღუდვები უნდა იყოს, ალბათ ჯობია შაბათ-კვირის ნაცვლად სხვა დღეები შეიზღუდოს, რადგან საზოგადოებივ ტრანსპორტში მობილობის ზრდა არ დაემატოს შოპინგის მობილობას. შაბათ-
კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი განტვირთულია და ამ მხრივ ნაკლები რისკი იქნება“, - განაცხადა მაღალაშვილმა.

სექტორს იმედი აქვს, რომ მთავრობის 2–თვიანი შეზღუდვები ძალაშია და 16 იანვრიდან ნაწილობრივი გახსნა მოხდება.

მაღალაშვილის თქმით, მიმდინარე წელს ოფიციალურ პირებთან რაიმე სახის კომუნიკაცია არ ყოფილა.