მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკრეტის საფუძველზე დაიხურა "Evolution Gaming", სადაც 3000 ადამიანია დასაქმებული

5e78cdf20b18e
ანუკა ჯოხაძე
23.03.20 18:52
2139
დეკრეტის საფუძველზე კომპანია Evolution Gaming დაიხურა.  როგორც bm.ge-ის კომპანიის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსმა უთხრა, კომპანიამ საქმიანობა, დროებით, მთავრობის მითითებით შეწყვიტა.

მისივე თქმით, Evolution Gaming-ში, საერთო ჯამში, 3000 თანამშრომელია დასაქმებული.

Evolution Gaming შვედური კომპანიაა, რომელიც B2B კლიენტებს Live გადაწყვეტილებებს და პროდუქტებს სთავაზობს ანუ კომპანია სამორინეს მოთხოვნის საფუძველზე სტუდიებს აშენებს და Live stream-ით სხვადასხვა სახეობის თამაშებს სთავაზობს კლიენტებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს.

შეგახსენებთ, დეკრეტის საფუძველზე თბილისში კიდევ ერთი ობიექტი დაიხურა, სადაც 600-მდე თანამშრომელი მუშაობდა. როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, თანამშრომლების ნაწილს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. უწყებაში კომპანიას არ აკონკრეტებენ.