14.იანვარი .2020 17:05

Deloitte-მა მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი საფეხბურთო კლუბები დაასახელა

views 659
უკან

საკონსულტაციო კომპანია Deloitte-მა ჩატარებული კველვების საფუძველზე მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი საფეხბურთო კლუბები დაასახელა. საფეხბურთო კლუბების საერთო შემოსავალმა 9.3 მილიარდი ევრო შეადგინა. კატალონიური კლუბი „ბარსელონა“ყველაზე შემოსავლიანი კლუბების სათავეშია.

Deloitte-ის ინფორმაციით, 2018-2019 წლების სეზონში „ბარსელონას“ შემოსავალმა 840,8 მილიონი ევრო შეადგინა. მეორე ადგილზეა მადრიდის „რეალი“ (757,3 მილიონი ევრო), მესამეზე კი - „მანჩესტერ იუნაიტედი“ (711,5 მილიონი ევრო) აღმოჩნდა.

„ბარსელონა" ამ რეიტინგის პირველ საფეხურზე პირველად აღმოჩნდა და ამავდროულად გახდა პირველი კლუბი, რომელმაც სეზონში 800 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა.

Deloitte-ის ექსპერტებმა რეიტინგის ლიდერი კლუბების შემოსავლების სტრუქტურაც შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ყველაზე მცირე წილი (16%) ამ თანხაში მატჩების ბილეთების გაყიდვას უკავია. შემოსავლების 44% ტელეტრანსლაციის უფლების გაყიდვიდან შემოსული ფულია, 40%-ს კი სარეკლამო შემოსავალი წარმოადგენს.

მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი საფეხბურთო კლუბების ოცეული:

  1. FC Barcelona – 840.8 მილიონი ევრო
  2. Real Madrid – 757.3 მილიონი ევრო
  3. Machester united – 711.5 მილიონი ევრო
  4. Bayern Munich – 660.1 მილიონი ევრო
  5. Paris Saint-German – 635.9მილიონი ევრო
  6. Machester City – 610.6 მილიონი ევრო
  7. Liverpool – 604.7 მილიონი ევრო
  8. Tottenham Hotspur – 521.1 მილიონი ევრო
  9. Chelsea – 513.1 მილიონი ევრო
  10. Juventus -459.7 მილიონი ევრო
  11. Arsenal – 445.6 მილიონი ევრო
  12. Borussia Dortmund - 377.1 მილიონი ევრო
  13. Atletico de Madrid – 367.6 მილიონი ევრო
  14. FC International Milano – 364.6 მილიონი ევრო
  15. Schalke 04 - 324.8  მილიონი ევრო
  16. AS Roma – 231 მილიონი ევრო
  17. Olympique Lyonnias – 220 მილიონი ევრო
  18. West Ham United – 216.4 მილიონი ევრო
  19. Everton – 213 მილიონი ევრო
  20. SSC Napoli – 207.4 მილიონი ევრო