მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დელტა” €1.4 მილიონად სეტყვის ღრუბლების გასაფანტად 5 000 რაკეტას ყიდულობს

61fa4e040f04e
შოთა ტყეშელაშვილი
03.02.22 09:00
1205
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული “დელტას” გამარტივებული შესყიდვა, რომელიც კახეთის რეგიონში სეტყვის ღრუბლების გაფანტვისთვის რაკეტების შეძენას ეხება.

უწყება ბულგარული წარმოების LOZA M2 5,000 რაკეტაში 1,370,000 ევროს გადახდას გეგმავს, შესაბამისად ერთი რაკეტის საფასური 274 ევროა.

“სეტყვასაშიში პროცესი კახეთის რეგიონში იწყება მარტის თვიდან და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე, მეტეოროლოგიური პირობების არამდგრადობისა და სეტყვასაშიში პირობების მასიურობის გამო რაკეტების გასროლა ხორციელდება ინტენსიურად. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტების არსებული მარაგი არ არის საკმარისი სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის შეუფერხებლად ფუნქციონირებისათვის. სისტემის შეფერხებით მუშაობა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზარალს კახეთის რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის.

სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ახორციელებს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვას კახეთის რეგიონში, რის შედეგადაც ხდება იმ მოსალოდნელი ზარალის თავიდან აცილება, რაც შესაძლოა მიადგეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. 2021 წლის 1 მარტის SPA210000608 ტენდერით სსიპ სსსტც „დელტამ“ შეისყიდა 1300 (ერთი ათას სამასი) ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა, რომლითაც შეივსო 2021 წლის მარაგები, მაგრამ მიმდინარე სეზონისთვის არ არის დარჩენილი საკმარისი ოდენობა,”- ნათქვამია დელტას განაცხადში.

ზუსტი ინფორმაცია, თუ რა არის დელტას მიერ სეტყვის არიდებისთვის გაშვებული რაკეტების ეფექტიანობა და რა ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ამ პროგრამას საჯაროდ ცნობილი არაა.