მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Delta Air Lines-მა გასული წელი რეკორდული ზარალით დაასრულა

600050cf22f2f
ნათია თაქთაქიშვილი
14.01.21 18:38
913
აშშ-ის წამყვანმა ავიაკომპანია Delta Air Lines-მა გასული წელი რეკორდული ზარალით დაასრულა. 2020-ში Delta-ს ზარალმა 6.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ავიაკომპანიამ 2019 წელი 47 მილიარდის შემოსავალით დახურა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

Delta Air Lines-ი აღნიშნულ ზარალს პანდემიას უკავშირებს.

„შეშფუთებულები ვართ 2020 წლის შედეგებით. გასული წელი ყველაზე რთული წელი იყო ჩვენი კომპანიის არსებობის მანძილზე. 2020 ასევე ურთულესი იყო მთლიანად ავია ინდუსტრიისათვის",- განაცხადა კომპანიის აღმასრულებლემა დირექტორმა ედ ბასტეინმა.

თუმცა, Delta Air Lines-ის აღმასრულებელი დირექტორი ოპტიმისტურად უყურებს 2021 წლის მეორე კვარტალს და აღნიშნავს, რომ გაზაფხულიდან ტურიზმის აღდგენის შანსი გაჩნდება.

„მე ვფიქრობ, რომ ტურიზმი აღდგენას გაზაფხულიდან დაიწყებს. მაინც ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად შევძლებთ პანდემიის შეჩერებას. ვაქცინაციები დაიწყო და სავარაუდოდ მგზავრთა ნდობაც გაიზრდება მოკლე დროში“, განაცხადა ედ ბასტეინმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ავიაკომპანიების ჯამურმა ზარალმა 2020 წელს 24.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.