მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დელტა” სეტყვის საწინააღმდეგო ₾5.2 მლნ-ის ღირებულების რაკეტებს იყიდის

648086bdc0260
BM.GE
07.06.23 18:10
1171
თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" სეტყვის საწინააღმდეგო 5,000 რაკეტას 5,184,255 ლარად შეიძენს - ამის შესახებ უწყების მიერ გამოცხადებული ტენდერიდან ირკვევა.

ღრუბლის გამფანტავი ერთი რაკეტის ღირებულება 5,184 ლარი იქნება. ტენდერში მონაწილეობის მიღება 10 ივლისამდე იქნება შესაძლებელი. სატენდერო პირობების თანახმად, მწარმოებლებმა დელტასთვის მიწოდებულ რაკეტებზე სამწლიანი გარანტია უნდა წარადგინონ. ამასთან, მიმწოდებელს ბოლო 3 წლის განმავლობაში რეალიზებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 მილიონი ლარის ღირებულების სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები. 

რაკეტის ტექნიკური მონაცემები ასეთია:

1. სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერის სიგრძე - არაუმეტეს 1050 მმ;
2. გამშვები კონტეინერის დიამეტრი - 60±0,2 მმ;
3. რაკეტის სიგრძე - არაუმეტეს 1000 მმ;
4. რაკეტის დიამეტრი დაკეცილი სტაბილიზატორით - 55±0,2 მმ;
5. რაკეტის დიამეტრი გაშლილი სტაბილიზატორით - არაუმეტეს 112 მმ;
6. რაკეტის საწყისი სიჩქარე - 60-70 მ/წმ;
7. რაკეტის მაქსიმალური სიჩქარე - 600-700 მ/წმ;
8. მაქსიმალური ვერტიკალური სიმაღლე 85°-ზე - არაუმეტეს 6000 მ;
9. მაქსიმალური ჰორიზონტალური მანძილი 45°-ზე - არანაკლებ 7500 მ;
10. მეტეოროლოგიური რეაგენტის რაოდენობა - არანაკლებ 400 გრ;
11. რეაგენტის აქტივობა - არანაკლებ 3,21x10 ¹³ ნაწილაკი/გ (-10°);
12. გაფრქვევის დაწყების დრო - 8±2 წმ;
13. რეაგენტის გაფრქვევის ხანგრძლივობა - 35±3 წმ;
14. რაკეტის თვითგანადგურების დრო - გაფრქვევის (ემისიის) დროს + (1-3) წმ;
15. ძაბვა წრედში - 12 V;
16. საიმედოობის კოეფიციენტი- 0,999;
17. შენახვის ვადა - არანაკლებ 3 წელი;
18. ჩათესვის მილის დიამეტრი - არანაკლებ 5მ;
19. აუცილებელია გასაშლელი სტაბილიზატორი;
20. ტექნიკურ დოკუმენტაციაში აუცილებელია რაკეტების ფრენის ტრაექტორიები, ზღვის დონიდან 0-2000 მ სიმაღლემდე 250 მ-იანი ბიჯით, ამაღლების კუთხეებით 45°-დან 85°-მდე - 5°-იანი ბიჯით;
21. განადგურების შემდეგ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის უსაფრთხო ნაწილებად დაშლა;
22. მწარმოებელს აუცილებლად უნდა გააჩნდეს უვნებლობის სერთიფიკატი,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.