მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დელტა შტამის გამო მისაღებია გადაწყვეტილება ვაქცინაციის სამიზნეს მოსახლეობის 80%-მდე გაზრდაზე”

6161ed6ee1759
BM.GE
09.10.21 23:26
798
ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი აკაკი ზოიძე გადაცემა BMG Drive-ის ეთერში ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაჩქარების აუცილებლობაზე საუბრობს. ზოიძის განმარტებით, “დელტა” შტამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება და ვაქცინაციის სამიზნე მაჩვენებელი ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრიდან, მთლიანად მოსახლეობის 80%-მდე უნდა გაიზარდოს.

“ვაქცინაციის სამიზნე, რაც 60%-ს შეადგენს, უკვე საკმარისი აღარ არის. შესაბამისად, ვაქცინაციის ეროვნული გეგმაც უნდა გადაიხედოს ამის შესაბამისად, ვინაიდან დელტა შტამის პირობებში, იმისათვის რათა ჩვენ გრძელვადიანად თვითდაჯერებით განვთავისუფლდეთ იმ პანდემიური შეზღუდვებისგან, რომელიც მოგვბეზრდა ჩვენც და ქვეყნისთვის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისთვის დამთრგუნველია, რომ გავნთავისუფლდეთ ჩვენ ამისგან, უკვე გვჭირდება დაახლოებით მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია, არამხოლოდ ზრდასრულების, არამედ მთელი მოსახლეობის. ეს საკმაოდ მაღალი ციფრია. ჩვენ მაინც მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ აცრებმა 12 წლამდე დაიწიოს, როგორც ეს ყველა წამყვანმა ქვეყნებმაც მიიღეს, შესაბამისად მნიშვნელოვანია უნივერსალური ვაქცინაციისთვის 12-დან 16 წლამდე ასაკშიც აცრა, რაც აუცილებელია თუ გვინდა რომ სწავლება დავიწყოთ სასწავლო კლასებში, რადგანაც დისტანციური სწავლება დროებით ზომად კარგია, მაგრამ მთლიანად ვერ ანაცვლებს ის რეალურ დასწრებით სწავლებას. შესაბამისად, სტუდენტების სავალდებულო ვაქცინაცია, ასევე სასწავლებლებში დასაქმებულთა სავალდებულო ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.

სავალდებულო ვაქცინაცია გარკვეულ ჯგუფებზე მნიშვნელოვანია, თუმცა მთლიანად ქვეყანაზე არ ვემხრობი ვალდებულების შემოღებას,”- აცხადებს აკაკი ზოიძე.

ამასთან, ჯანდაცვის ექსპერტი აცხადებს, რომ სახელმწიფოს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უნდა დაეწყო ვაქცინაციის სტრატეგიული კამპანია იმ ადამიანების დასარწმუნებლად, რომლებიც ამ დრომდე აცხადებენ უარს აცრაზე.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 998,444 ადამიანი, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 35.1%-ია, ხოლო ოჯერადად, ანუ სრულად ვაქცინირებულია 864,309 ადამიანი, რაც ზრდასრულთა 30.3%-ია. სექტემბრის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად შემცირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 9,457 ვაქცინაცია გაკეთდა, თუმცა აცრების ⅔ მეორე დოზის ვაქცინებზე მოდიოდა.