მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დელტას" დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა თანამდებობა დატოვა

5e60dee142473
ინგა მურუსიძე
05.03.20 15:15
1664
„დელტას“ დირექტორმა, უჩა ძოძუაშვილმა თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ძოძუაშვილმა Facebook-ში თავის გვერდზე დაწერა. ძოძუაშვილი ამბობს, რომ გადაწყვიტა კერძო სექტორში გადავიდეს.

„ვფიქრობ, რომ პროექტს, რომელიც მაქვს მომზადებული, ექნება მაღალი დაინტერესება საერთაშორისო ბაზარზე. წინასწარი დაინტერესება უკვე გამოთქვეს პოტენციურმა ინვესტორებმა შესაბამისი პროტოტიპის დემონსტრირების შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ მას 6-7 თვეში წარვუდგენ დინტერესებულ მხარეებს.

წლების განმავლობაში ამ სფეროში დაგროვილი ინტელექტუალური რესურსი, კავშირები და გამოცდილება განსაკუთრებით ინტეგრირებული სისტემების განვითარების მიმართულებით გახდა საწინდარი მრავალი საინვესტიციო შემოთავაზებისა, რომელსაც პირადად ვიღებდი. ეს საშუალებას მაძლევს გავაგრძელო მუშაობა ახალი ტიპის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის შექმნის მიმართულებით თუმცა არა როგორც სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეობით არამედ კერძო სექტორში გადასვლის გზით.

წარმატებები, რომლებსაც „დელტამ“ მიაღწია ყველასთვის კარგადაა ცნობილი და ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიამაყის საგანიც არაერთხელ გამხდარა, მაგალითად, წარმატებით განხორციელებული ქართული ჯავშანმანქანების ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნებში, დიდგორი მეომარის ჰოლივუდის ფილმ fast and furious 9-ში გადაღება, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ექსპორტი სამხრეთ ამერიკაში. საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით აღჭურვა, ქართული საბანკო სექტორისთვის საინკასაციო დანიშნულების ჯავშანმანქანების მიწოდება და სხვა.

იმედი მაქვს ჩემი, პირადი პროექტებიც ასეთივე ინტერესისა და სიამაყის საგანი გახდება.

მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ყველას, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში იდგა ჩვენს გვერდით, ჩვენს მიერ შექმნილი ყველა ახალი პროდუქტის ფართო მასებში გამოჩენას ინტერესით ადევნებდა თვალ-ყურს და აშუქებდა, გვეხმარებოდა საკუთარი ინტელექტუალური რესურსითაც და გვამხნევებდა ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის.

ჩემთვის დიდი პატივია 7 წლის განმავლობაში მეხელმძღვანელა ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის როგორიცაა „დელტა“, - წერს ძოძუაშვილი.