მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხატია დეკანოიძე ფინანსთა მინისტრს ორი ინიციატივით მიმართავს

60c3a8132f2e5
თამთა ჯიჯავაძე
11.06.21 22:11
582
პარლამენტში ფინანსთა მინისტრს დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ორი ინიციატივით მიმართა. დეკანოიძემ ყურადღება დაჯარიმებულ მცირე ბიზნესსა და ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე გაამახვილა.

„ფინანსურმა პოლიციამ ადამიანებს დააკისრეთ საოცრად დიდი ჯარიმები და გადასახადები. მე მაქვს ორი ინიციატივა და ნამდვილად ვირწმუნებ, რომ თქვენ რაღაც გაინტერესებთ ამ მდგომარეობაში, პანდემიის მართვის კუთხით.

პირველი: გაათავისუფლეთ და დააწესეთ ფინანსური ამინისტია მცირე ბიზნესზე, იმ ადამიანებზე, ვინც დააჯარიმეთ, მათ შორის პატარა სასურსათო მაღაზიები, კაფეები, სასტუმროები, შეგიძლიათ ჩემთან ერთად წამოხვიდეთ და მე გაჩვენებთ.

და მეორე: ძალიან მინდა ჩაფიქრდეთ იმაზე, რაც ხდება ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, როგორც ცხოვრობენ ბავშვები ძალადობის პირობებში, გამოათავისუფლოთ კორუფციისგან და ტენდერებისგან მიღებული თანხები და ბავშვებს გაუზარდოთ ფინანსური ასიგნებები იმისთვის, რომ ჩვენ ბავშვთა ზრუნვის ობიექტები მოვაწყოთ. ეს იქნება თქვენ მიერ გაკეთებული კეთილი საქმე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.