მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით BALENCIAGA-მ 1,790-დოლარიანი "ნაგვის ჩანთა" წარადგინა

62f360369b4f7
გიორგი თოლორდავა
10.08.22 12:05
2835
დიზაინერი დემნა გვასალია ისევ მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრშია - ამჯერად მისი ხელმძღვანელობით BALENCIAGA-მ ახალი პროდუქტი, „ნაგვის ჩანთა“ წარადგინა, რომლის ფასიც 1,790 დოლარია.

ძვირად ღირებული ტყავის ჩანთის შთაგონების წყარო ნაგვის ტომარაა, რომელსაც BALENCIAGA-მ ახალი დანიშნულება შესძინა. საგულისხმოა, რომ „ნაგვის ჩანთის“ დებიუტი 2022 წლის შემოდგომის კოლექციის წარდგენისას პარიზში შედგა.

„მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ნაგვის ტომრის შექმნის შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, რადგან ვის არ უყვარს სკანდალები?“, - განაცხადა დემნამ.