მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დემონსტრაცია იქნება ისეთი მასშტაბური, როგორც არასდროს - რა გეგმა აქვს ოპოზიციას?

617ebcb228f6b
BM.GE
31.10.21 19:53
1412
გაერთიანებული ოპოზიცია თავისუფლების მოედანზე, კვირას, 7 ნოემბერს მასშტაბურ დემონსტრაციას აანონსებს. როგორც ნიკა მელიამ პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დემონსტრაცია იქნება ისეთი მასშტაბური და ისეთი განსხვავებული აქამდე გამართული აქციებისგან, როგორც არასდროს.

"ჩვენ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, მაღალი მოტივაციით, უკომპრომისო ბრძოლით, უახლოეს მომავალში ძალიან დიდი ფრონტის ბრძოლის გაჩაღებას. ჩვენ ვაპირებთ სამშაბათს ბათუმში ჩასვლას, ჩვენს მეგობრებთან, რათა იქ ადგილზე ვიყოთ და გავაპროტესტოთ. ვიყოთ ქუთაისში და მომდევნო დღეებში სხვადასხვა ქალაქში...

დემონტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და რომელიც გაიმართება თავისუფლების მოედანზე, კვირა დღეს, გვინდა იყოს ისეთი მასშტაბური, როგორც არასდროს. ის განსხვავებული იქნებ ყველა წინა დემონსტრაციებისგან ბევრი თვალსაზრისით. მეტ დეტალებში ახლა არ შევალ.

რა თქმა უნდა, მასშტაბი იქნება იმაზე დიდი, ვიდრე ჩვენ ბოლოს 14 ოქტომბერს ვნახეთ, თუმცა შინაარსი და დატვირთვა იქნება განსხვავებული, ისეთი, როგორიც ამ სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება“-განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ დემონსტრაციამდე ისინი მთელი კვირის განმავლობაში გამოჩნდებიან რეგიონებში და გააპროტესტებენ არჩევნების შედეგებს.

განახლება: ოპოზიცია თბილისში საპროტესტო აქციას 6 ნოემბერს გამართავს. ინფორმაციას აქციის თარიღთან დაკავშირებით " ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.