მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დენი ყოველწლიურად მცირე მოცულობით რომ გაძვირებულიყო, ბაზარი ამას აიტანდა” – "ნატახტარი"

600400a971f90
ანუკა ჯოხაძე
17.01.21 23:11
930
“დენი ყოველწლიურად მცირე მოცულობით რომ გაძვირებულიყო, ბაზარი ამას აიტანდა”- ასე კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი სემეკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც 2021 წლიდან ბიზნესს ელექტროენერგია გაუძვირდა. მისი თქმით, დენის ტარიფის ზრდა ისედაც გარდაუვალი იყო წლების განმავლობაში არსებული ფაქტორების გამო, თუმცა ეს უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად და არა ისე მკვეთრად, როგორც ახლა მოხდა.

“ჩვენ პრობლემას არა დენის ტარიფის ზრდაში არამედ იმ პოლიტიკაში ვხედავთ, რამაც ეს გაძვირება გამოიწვია. ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველა ის ფაქტორი, რა ფაქტორითაც დღეს მოხდა ელექტროენერგიის გაძვირება, ვგულისხმობ, ვალუტის კურსს, ინვესტიციების რაოდენობას, ქსელების რეაბილიტაციას, სახეზე ისედაც გვქონდა, თუმცა დენის გაძვირება არ მომხდარა. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ იყო ერთგვარი სოციალური პროექტი არჩევნებით თუ სხვა ტიპის მოსაზრებებით შენარჩუნებული, რაც არ უნდა ყოფილიყო. ეს არის პრობლემა, თორემ დინამიურად რომ გაზრდილიყო ყოველწლიურად თუ ორ წელიწადში ერთხელ მცირე რაოდენობით, ბაზარი აიტანდა ამას პრობლემების გარეშე”-აცხადებს კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.