მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დენიელ დალტონი: საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, ციფრული დერეფანის პროექტი საფრთხეშია

5f6c83d14c814
BM.GE
24.09.20 15:29
1314
დენიელ დალტონი, ბრიტანეთის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი ბრუსელში, საკუთარი ტვიტერის პოსტში საქართველოში “კავკასუს ონლაინთან” დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო „ციფრული დერეფანის“ პროექტი საფრთხეშია.

„საინტერესოდ ვითარდება მდგომარეობა საქართველოში „ციფრული დერეფანის“ პროექტთან დაკავშირებით. პროექტი 1.8 მილიარდამდე მომხმარებლისთვის ითვალისწინებს ინტერნეტის მიწოდებას და მას საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო შესაძლოა საფრთხე შეექმნას. აღსანიშნავია, რომ კავკასია არის უმოკლესი გზა ევროპასა და აზიას შორის. რაც შეეხება ალტერნატიულ გზას ის რუსეთს გაივლის, ეს კი ევროკავშირისთვის კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების საკითხების ნაკლებ დაცულობას გულისხმობს“, - წერს დენიელ დალტონი საკუთარ პოსტში.

დენიელ დალტონი არის ბრიტანეთის ყოფილი პარლამენტის წევრი, ის აქტიურად არის ჩართული ევროპულ პოლიტიკაში, კონკრეტულად კი ეკონომიკურ სავაჭრო ურთიერთობებში.