მთავრობის გადაწყვეტილება კომერციული სექტორისვის ელ.ენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების შესახებ დისკრიმინაციულია - ასე შეაფასა გადაცემა „საქმის კურსში“ გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა ალექსანდრე რატიშვილმა პრემიერის მიერ დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება, რომელიც პირველადი პროდუქტის მწარმოებლებისთვის დენზე გაზრდილი ტარიფის 50%-ის სუბსიდირებას ითვალისწინებს.
ალექსანდრე რატიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის გადასახადების გადამხდელთა ფულით შევსებული ბიუჯეტის არარაციონალური და უსამართლო ხარჯვა. გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი თავად სემეკის გადაწყვეტილებასაც აკრიტიკებს.
„სემეკმა ენერგოკომპანიების მოთხოვნა დააკმაყოფილა და ელექტროენერგიის საფასური კომერციული სექტორისთვის 12 თეთრით გააძვირა, რომელიც პროცენტულ გამოხატულებაში 72%-ს აჭარბებს. ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა და ამას დაერთო მთავრობის განმარტება, რომ კერძო სექტორის ხელშესაწყობად ამ გაზრდილი ტარიფის პროცენტს ბიუჯეტიდან დაუსუბსიდირებდნენ. ეს სუბსიდია არაფერს ცვლის. ძალიან ცუდი სურათი გვაქვს ქვეყანაში მთლიანად და მთავრობის გადაწყვეტილებაც არც თუ ისე კარგია, იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტი არ არის განყენებული ცნება და ნებისმიერ დროს მოსახმარი ფული. ეს არის ისევ ჩვენი მოსახლეობის და გადასახადების გადამხდელთა ფული, რომლის ასე განკარგვა სწორად არ მიმაჩნია.
ამასთან, მთავრობამ განაცხადა, რომ ეს შეეხება კვების მრეწველობის კომპანიებს, რაც ასევე არასწორია. რატომ მხოლოდ კვების მრეწველობის, სხვამ რა დააშავა, აშკარა დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე ისევე როგორც რამდენიმე ხნის წინ „თბილსის ენერჯის“ მიერ გამოცხადებული პირობა და შეღავათი, რომ პურის ქარხნებს მიეცემათ შეღავათი და სხვას არა. მიმაჩნია, რომ ამგვარი მიდგომა დისკრიმინაციული და არასწორია“, - განაცადა ალექსანდრე რატიშვილმა.
ის მიიჩნევს, რომ გამოსავალი სულ სხვაგან არის საძებნელი და ქვეყნის პრობლემა სისტემური მოუწყობლობა, ეკონომიკური პოლიტიკის არასწორი მიმართულებით განვითარება და ეკონომიკური სტრუქტურის ცვლილების საჭიროებაა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?