მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეოლიგარქიზაციის კანონის შემუშავების პოლიტიკური ნება არ არსებობს - პეტრიაშვილი

62b6cd0f61657
მარიამ ვარადაშვილი
25.06.22 13:35
1044
ყოფილი მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ბუკა პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ევროკომისიის მიერ გაწერილი დეოლიგარქიზაციის პირობის შესრულების პოლიტიკური ნება არ აქვს. 

"არსებული ხელისუფლების პირობებში პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ პოლარიზაციის შემცირების მიმართულებით რაიმე ქმედითი ნაბიჯი გადაიდგმება. ვერც დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობის შემუშავებასთან დაკავშირებით წარმომდიგენია საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონმდებლობის შემუშავებაზე მოლდოვისა და უკრაინის გამოცდილება გაიზიაროს. სხვათაშორის ეს კანონმდებლობა არც უკრაინას და არც მოლდოვას გამოუგონია. ეს კანონი ბევრ ქვეყანაში არსებობს და როცა პოლიტიკური ნება და სურვილი გაქვს, შესაძლებელია ამ კანონმდებლობის როგორც დანერგვა, ასევე აღსრულება, მაგრამ ნება არ არსებობს”, - განაცხადა პეტრიაშვილმა “BMG დრაივში”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებში ნახსენები პირობების შესასრულებლად მზად არიან. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის საკითხს, რაზეც ევროკომისია საქართველოსთვის განკუთვნილ რეკომენდაციებში უთითებს, ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობა ამ საკითხზე ბრიუსელიდან დამატებით განმარტებას მოითხოვს.