მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ახალი უფროსი ჰყავს

6324777bdd9fe
თელარა გელანტია
16.09.22 17:32
924
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსად ლევან თოდუა დაინიშნა. აღნიშნული bm.ge-ს ეროვნულ ბანკშიც დაუდასტურეს.

ლევან თოდუას ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში სახელმწიფო სესხების და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

საქმე ის არის, რომ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ოთარ ძიძიკაშვილი ხელძღვანელობდა, რომელსაც 5-წლიანი ვადა ამოეწურა.

როგორც bm.ge-ს ოთარ ძიძიკაშვილმა განუცხადა, ის საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

ცნობისთვის: დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 2017 წლის 3 ივლისს დაარსდა. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის მთავარი ფუნქციაა საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში არსებული რეზიდენტი და არარეზიდენტი პირების (ფიზიკური პირები, იურიდიული პირები და ორგანიზაციული წარმონაქმნები) დეპოზიტების დაზღვევა.

სააგენტოს ზედამხედველობას უწევს სამეთვალყურეო საბჭო საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და კომერციული ბანკების მიერ შერჩეული 2 დამოუკიდებელი წევრის შემადგენლობით.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი კონკურსით შეირჩევა.