მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა

5f6e0d432342f
შოთა ტყეშელაშვილი
25.09.20 19:30
1248
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის აგვსტოში ქვეყანაში დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა. ამის მიუხედავად, მოქალაქეებისა და ბიზნესების დანაზოგების ნახევარზე მეტი უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული.

“დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისთვის 40.48 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.06 პროცენტული პუნქტით.

"საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 30.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 392.65 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 563.69 მლნ ლარით, ანუ 4.04%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.05%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 171.04 მლნ ლარით, ანუ 1.03%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.05%-ით). აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.36% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.34%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.75%", - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

დეპოზიტების მსგავსად გაზრდილია სესხების ლარიზაციის კოეფიციენტიც.

“მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.28 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.56 პროცენტული პუნქტით," - ირკვევა სებ-ის ანგარიშიდან.