მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა

605c4ce6604d0
BM.GE
25.03.21 14:21
868
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს საბანკო სექტორში არსებული დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 2021 წლის პირველი მარტის მდგომარეობით 38.36% იყო, რაც წინა თვესთან შედარებით 0.19 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით კი ეს შემცირება 0.02 პროცენტული პუნქტია.

სებ-ის თანახმად, 2021 წლის პირველი მარტისათვის საბანკო სისტემაში არსებული დეპოზიტების მოცულობამ 36.02 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.14 მლრდ ლარით, ანუ 3.28%-ით მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.83%-ით მეტი).

"თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 339.60 მლნ ლარით, ანუ 2.03%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.61%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 804.51 მლნ ლარით, ანუ 4.44%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.96%-ით).

თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.46% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.22%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.85%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.40%, ხოლო ევროს წილმა 14.15% შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.