მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოზიტების წლიური ზრდის ტემპი აპრილიდან მოყოლებული ნელდება - "თიბისი კაპიტალი"

612ca0a7c0740
თამთა ჯიჯავაძე
30.08.21 13:24
926
მომატებული საკრედიტო აქტივობის საპირისპიროდ, დეპოზიტების წლიური ზრდის ტემპი აპრილიდან მოყოლებული ნელდება და ივლისში 12.9%*-ს გაუტოლდა, რაც წინა თვესთან შედარებით 3.8 პპ*-ით ნაკლებია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, ზრდა შემცირებულია, როგორც ლარის (წ/წ 16.8%), ასევე უცხოური ვალუტის დეპოზიტებშიც (წ/წ 10.5%*).

„დეპოზიტების დოლარიზაცია, ივნისის მსგავსად, 60.1%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა, თუმცა გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით თ/თ 0.3 პპ-ით გაიზარდა. ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ ვადიან დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთებმა ზრდა განაგრძო და საშუალოდ 10.2% შეადგინა (თ/თ +0.2 პპ), უცხოური ვალუტის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებმა კი კვლავ კლების ტენდენცია შეინარჩუნა და საშუალოდ 0.9%-მდე შემცირდა (თ/თ -0.2 პპ). ერთდროულად ლარის დეპოზიტებზე განაკვეთის ზრდის და უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე განაკვეთის ვარდნის იშვიათმა კომბინაციამ დიფერენციალის ისტორიულად მაღალი ნიშნული განაპირობა - ივლისში საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობამ ივნისის უკვე რეკორდულ მაჩვენებელს გადააჭარბა და 9.3% შეადგინა“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში.

<* გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით>