მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატების ნაწილი დღეს ჩინური "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა

6093b4de45aef
ინგა მურუსიძე
06.05.21 14:20
486
დეპუტატების ნაწილი დღეს ჩინური "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა.

პროცესს დაესწრო ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც. მან დეპუტატებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და მოქალაქეებს  ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დღეს "სინოფარმით" აიცრნენ ნინო წილოსანი, რატი იონათამიშვილი, ელისო ბოლქვაძე, დავით მათიკაშვილი, რიმა ბერაძე, ირაკლი სესიაშვილი, თამარ ტალიაშვილი და ა.შ.

"მთავრობამ გადაწყვიტა, რომ პროცესში აქტიურად ჩაერთვება; მოლოდინი არის, რომ ეს საზოგადოებაში გაზრდის იმ მაჩვენებელს, რაც არის ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით. ბოლო პერიოდში მინისტრები გააქტიურდნენ, ასევე დეპუტატების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ისინი არიან ჩვენი ხიდი მოსახლეობასთან და დარწმუნებული ვარ, ეს მაგალითი მოქალაქეების გააქტიურებასაც შეუწყობს ხელს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.